Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აკნე, თინეიჯერების დაავადება - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მას
ambebi.ge
12 October 2017, 09:20
აკნე ჰორმონდამოკიდებული კანის დაავადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ახასიათებს გამონაყარი სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე. ამ დაავადებას უმეტესად, "გარდატეხის ასაკსაც" უწოდებენ, რადგანაც ეს პრობლემა ძირითადად გარდამავალ ასაკში ჩნდება და მოზარდებს სერიოზულად აწუხებთ. ეს დაავადება რომ თინეიჯერებს მეტად აწუხებთ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს - აკნე მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს, გარდატეხის ასაკის პირთა შორის კი - 80%-ს, ანუ ახალგაზრდებში ოთხჯერ უფრო ხშირია.
თემაზე - რა იწვევს აკნეს და რა თანმდევი პროცესები ახლავს ამ დაავადებას, გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ირაკლი კუტალია:

- აკნე გამოწვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებული მუშაობით, რომელიც ართულებს ცხიმის გამოყოფას, რომელსაც ანთებამდე და კანის ქსოვილის სტრუქტურის შეცვლამდე მივყავართ.

- ეს დაავადება ხშირად მოზარდებს აწუხებთ...
- ეს იმის გამო, რომ გარდატეხის ასაკში ტესტოსტერონის მაღალი დონე ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს. აკნე არსებობს ანთებითი და არაანთებითი სახით. არაანთებითი აკნე წარმოდგენილია კომედონებით (ფერიმჭამელებით), რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობით ვითარდება და შესამჩნევ როლს თამაშობს გაძლიერებული გარქოვანება. ანთებითი აკნე წარმოდგენილია ჩირქგროვებით.

- რა გართულებები ახლავს აკნეს და რაში შეიძლება, გადაიზარდოს ეს დაავადება?
- აკნე შეიძლება გადაიზარდოს მზის სხივების ზემოქმედებით კანის მგრძნობელობაში, ასევე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ ფონზე...

- თანამედროვე მედიცინა კურნავს მას?
- სწორი დიაგნოზის დასმა და ადეკვატური მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ კოსმეტიკურ გაუმჯობესებას, ამასთან, საგულისხმოა გავითვალისწინოთ, რომ არარაციონალურ მკურნალობას მომავალში მეორად ლაქებამდე და ნაწიბურებამდე მივყავართ, რომელიც საგრძნობლად აუარესებს პაციენტის ვიზუალურ მხარეს, ამიტომაც აუცილებელია პირველი გამოვლინებისთანავე მივმართოთ ექიმს და არ დავკავდეთ თვითმკურნალობით.

- ხალხური მედიცინის მიხედვით, ხშირად მის სამკურნალოდ მჭადის ფქვლს, სარეცხის საპონს, სპირტს იყენებენ, რამდენად ეფექტური და გამართლებულია ასეთი მეთოდები?
- თანამედროვე მედიცინა გვიჩვენებს, რომ ეს მეთოდი არ არის ეფექტური, მეტიც, ასეთ მკურნალობას ზიანის მოყენებაც შეუძლია, მაგალითად: სარეცხის საპონი მისი შემცველობის გამო (ტუტე რეაქცია) კანის ძლიერ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); გაღიზიანებას იწვევს.

- ხალხურ მედიცინას რომ თავი დავანებოთ, მახსოვს ერთი ადამიანი, რომელიც ამ დაავადებას ანტიბიოტიკებით მკურნალობდა, მიაჩნდა, რომ ეს ანთებთი პროცესი იყო, რომელსაც ანტიბიოტიკებით დაამარცებდა. რანდენად სწორია ასეთი გადაწყვეტილება?
- არ უნდა ხდებოდეს თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება, რადგანაც ასეთ მიდგომას ცუდი შედეგები მოაქვს.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან აკნე?
- მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, კანის ტიპის მიხედვით სწორი მოვლა და პირველივე სიმპტომის დროს ვიზიტი დერმატოლოგთან, დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით განკურნების შედეგს მალე აღწევს პაციენტი. თავი შევიკავოთ მზის და სოლარიუმის დასხვივებისგან, რომელიც ნეგატიურად აისახება თქვენს კანზე.

* * *

მედიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია სპეციფიკური კოსმეტოლოგიური პროცედურები, რაც ძირითადი მკურნალობის დამხმარე საშუალებაა. განსაკუთრებული როლი ენიჭება კანის მოვლის საშუალებების სწორ შერჩევას, რადგანაც ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა საკმაოდ რთულია და არც არის მიზანშეწონილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი კანის მოვლასაც გარკვეული ცოდნა სჭირდება. აკნესადმი მიდრეკილი კანისათვის კი განსაკუთრებული მოვლაა აუცილებელი. ასეთი მიდგომა მკურნალობის ეფექტების გაძლიერებისა და შედეგების ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი